ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩირიკბა: სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხზე ვმუშაობთ

3 დეკემბერი, 2014 • • 932
ჩირიკბა: სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხზე ვმუშაობთ

ჩირიკბას თქმით, ბოლო დროს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლათინური ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისა და აფრიკის ქვეყნების მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების საკითხზე მუშაობს. მისივე თქმით, ანალოგიური სამუშაოები ევროპის ქვეყნებთანაც მიმდინარეობს. 

 

ჩირიკბას განცხადებითვე, რუსეთთან “მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებაც, რომელსაც მხარეებმა ხელი 25 ნოემბერს მოაწერეს, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებაში რუსეთის დახმარებას ითვალისწინებს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი