ახალი ამბები

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 50-ე ადგილზეა

3 დეკემბერი, 2014 • 1150
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 50-ე ადგილზეა

ამავე რეიტინგში 50–ე ადგილს საქართველოსთან ერთად მალაიზია და სამოა ინაწილებენ.


საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია აქვს მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. აღმოსავლეთის პარტიორობის ქვეყნებიდან სომხეთი იკავებს 94-ე ადგილს, მოლდოვა – 103-ე ადგილს, ბელორუსი – 119-ე ადგილს, აზერბაიჯანი – 126-ე ადგილს, უკრაინა -142-ე ადგილს. მეზობელ რუსეთს 136-ე ადგილი უკავია, ხოლო თურქეთს – 64-ე ადგილი.


2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, 0-დან (ყველაზე კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული) შკალაზე საქართველოს 52 ქულა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი