ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი ჩემს კომპეტენციაში არ შედის

3 დეკემბერი, 2014 •
ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი ჩემს კომპეტენციაში არ შედის

“მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან ჩემს კომპეტენციაში ეს საკითხი არ შედის. გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ზეგავლენა არის ნულის ტოლი. 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდება 100%–ზე მეტი გადაჭარბებით. ვიდრე ლარის კურსზე შეკითხვას დასვამთ, ჯობს კანონმდებლობა წაიკითხოთ,”– განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

ნოდარ ხადურმა მიანიშნა, რომ ამ საკითხზე განმარტებები ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს. მან მედიას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ფინანასთა მინისტრს არ აქვს კომპეტენცია, რომ ლარის კურსზე ისაუბროს, რადან ეს საკითხი სხვა უწყებას ეხება. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემით, 1 აშშ დოლარი 1.8604 ლარი ღირს, ხოლო კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1.89 ლარამდე აღწევს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა ბოლო 1 კვირაში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა კურსის შენარჩუნება ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი