“დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 224 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების 1 ლარად გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცლოდ, ქრთამის სახით, 20 000 აშშ დოლარი გამოართვა,”– ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო–ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფოტო–ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *