ქალი ფეხბურთელი სტეფანი როშე 2014 წლის ფიფას საუკეთესო გოლის ნომინაციაში [ფოტო/ვიდეო]

ირლანდიელი ქალი ფეხბურთელი სტეფანი როშე ფიფას წლის საუკეთსო გოლის კონკურსის ნომინანტია. როშეს მიერ ვექსფორდისთვის გატანილ ულამაზეს გოლს YouTube-ზე თითქმის 3 მილიონი ნახვა აქვს.

ფიფას წლის საუკეთესო გოლის კონკურსის გამარჯვებული 2015 წლის 12 იანვარს გამოვლინდება. როშესთან ერთად ამ პრიზისთვის კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი და ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი იბრძოლებენ.

 

ფიფა წლის საუკეთესო გოლის ავტორს ფრენც პუშკაშის სახელობის პრიზით ყოველწლიურად აჯილდოებს, თუმცა ამ ჯილდოს ძირითადად კაცი ფეხბურთელები იგებენ. წელს როშეს შანსი აქვს, რომ ეს ტრადიცია შეცვალოს.


სტეფანი როშე 25 წლის პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც ფრანგულ კლუბში, ASPTT Albi-ში თამაშობს. ირლანდიის ნაკრებში მას 28 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.


სტეფანი როშე © www.dailyrecord.co.uk
სტეფანი როშე © www.dailyrecord.co.uk

სტეფანი როშე © INPHO/Donall Farmer
სტეფანი როშე © INPHO/Donall Farmer

სტეფანი როშე © www.thescore.ie
სტეფანი როშე © www.thescore.ie

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი