ახალი ამბები

დავაკავეთ პირი, რომელმაც 800 ლარი აიღო და მოქალაქეს მართვის მოწმობას დაჰპირდა – სუსი

13 ივნისი, 2019 • 1308
დავაკავეთ პირი, რომელმაც 800 ლარი აიღო და მოქალაქეს მართვის მოწმობას დაჰპირდა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ  თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

სუსის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მურმან მ. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტოში ვითომდა პირადი ნაცნობების გამოყენებით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 800 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის  19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი