“Vk mho cucumber“ – მედვედევმა ტვიტერზე უცნაური ტვიტები გამოაქვეყნა

დღეს, 12 ივნისს, რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის ინგლისურენოვან ტვიტერზე უცნაური ტვიტები [პოსტები] გასაჯაროვდა.

სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე მედვედევმა რამდენიმე სრულიად უშინაარსო განცხადება გამოაქვეყნა. შემდგომ რუსეთის მთავრობამ თქვა, რომ ტვიტები ჰაკერული თავდასხმის შემდეგ გაჩნდა.

Meduza წერს, რომ ტვიტები მალევე წაშალეს, თუმცა მომხმარებლებმა მისი ე.წ. დასქრინვა [მონიტორზე გამოსახულების სურათის სახით შენახვა] მაინც მოასწრეს.

ფოტო: მედვედევის ტვიტერი

მედვედევს, ჯამში, სულ ორი უცნაური ტვიტი ჰქონდა. ორივე მათგანი ერაყის ელჩის პოსტის კომენტარებში აღმოჩნდა.

ფოტო: მედვედევის ტვიტერი

მალევე ტვიტებს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი მომხმარებელი დიმიტრი მედვედევს Rick and Morty-ს მთავარ გმირს ადარებდა, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში მისთვის დამახასიათებელ, თუმცა გაურკვეველ ფრაზას ამბობს.

გარეკანი ფოტო: VALERY SHARIFULIN/TASS. წყარო: BBC

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან