ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს და მანდარინს აგროვებს

2 დეკემბერი, 2014 • • 1466
აფხაზეთი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს და მანდარინს აგროვებს

უწყების წარმომადგენლის, ვადიმ კვაძბას თქმით, საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ჰუმანიტარული კოლონისთვის ერთი “კამაზი” და ორი “გაზელი” უნდა მოიძიოს, – “ყველაფერი დამოკიდებულია შეგროვილი ტვირთის მოცულობაზე.”

 

ჰუმანიტარული ტვირთი, ოფიციალური ინფორმაციით, ლუგანსკში ჩავა.

 

რამდენიმე დღის წინ რია-ნოვოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დონეცკის საგერეო უწყების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კოფმანმა განაცხადა, რომ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას შეუთანხმდა, რომ ადგილობრივი მებრძოლები აფხაზეთში სამკურნალოდ გაგზავნოს და აფხაზეთიდან მანდარინი მიიღოს.”


დონეცკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ აფხაზეთის მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარება შორეული პერსპექტივა არ არის. 

 

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლუგანსკის ოლქში ლუგანსკის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 94%-მა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. იგივე მოხდა დონეცკშიც, რის შემდეგაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა” ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი