ახალი ამბები

ოქრუაშვილი, სანიკიძე, დრუპი, ჩალაგაშვილი და სხვები – გამარჯვებული საქართველოს სახეები

11 ივნისი, 2019 • 5227
ოქრუაშვილი, სანიკიძე, დრუპი, ჩალაგაშვილი და სხვები – გამარჯვებული საქართველოს სახეები

ამ დროისთვის სასტუმრო “შერატონში” ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტიის, “გამარჯვებული საქართველოს” პრეზენტაცია მიმდინარეობს, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრები იმყოფებიან.

ვინ იქნებიან ირაკლი ოქრუაშვილის ახალი თანამებრძოლები?

  • კოტე კემულარია – უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
  • გურამ ჩალაგაშვილი – სემეკის ყოფილი თავმჯდომარე;
  • ვალერი გელბახიანი – პოლიტიკოსი, იურისტი;
  • გუბაზ სანიკიძე – ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი;
  • ნიკა რამიშვილი (დრუპი) – კომიკოსი;
  • მიშა კაჭკაჭიშვილი – პოლიტპარიმრის სტატუსით გათავისუფლებული.
  • კობა მახარაძე
  • კახა გოგიშვილი
  • გოგი ტუღუში
  • ლაშა კვარაცხელია
  • ანა რექვიაშვილი
  • ლელა ჯეჯელავა
  • გოჩა მამაცაშვილი
  • გურამ ნადირაძე
  • მაკა ნადირაძე
  • ოთარ კვირიკაშვილი
  • ომარ მეტრეველი

ჟურნალისტებმა ირაკლი ოქრუაშვილს ჰკითხეს, რას ფიქრობდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე, რაზეც მან უპასუხა:

ჩვენ არ ვაპირებთ დავახარისხოთ ვიღაც, კრიტერიუმი არის უმთავრესი, რომ ვინც ხელს მოაწერს გაყალბებულ არჩევნებს, მასთან არ ვითანამშრომლებთ, ვინც გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებს, მასთან ვითანამშრომლებთ”.

ფოტოები

 პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციზე ოქრუაშვილისა და მისი თანაგუნდელების გამოჩენამდე მივიდა 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა. სოსო რობაქიძემ ჟურანლისტებს უთხრა, რომ ოქრუაშვილსა და მის თანაგუნდელებს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას არ მისცემს:

“არ ვაცდი არც პოლიტიკოსობას, არც ოპოზიციონერობას, არც მთავრობაში მოსვლას. მისი მიზანია ნაციონალურ მოძრაობაში გადასვლა და მათი სიით პარლამენტში მოხვედრა. მე ისევ აღვადგენ “გადაარჩინე სიცოცხლეს” და გამოვიტანთ ყველაფერს. ძალიან საშიში ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. ვიბრძოლებ ისევ, რომ ნაციონალური მოძრაობა და ესენი არ მოვიდნენ მთავრობაში”, – თქვა სოსო რობაქიძემ.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა ირაკლი ოქრუაშვილს სოსო რობაქიძის განცხადების კომენტირება სთხოვეს, რაზეც პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ რას გააკეთებს, ეს რობაქიძის გადასაწყვეტია და ამის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებს:

“მისი გადასაწყვეტია, რას გააკეთებს. ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ექსპერტი ვერ გავხდები რობაქიძესთან მიმართებით. არც რობაქიძე არის დედამიწის ჭიპი, რომ მის გარშემო იტრიალოს დედამიწამ”, – თქვა ოქრუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი