ახალი ამბები

ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე ნიშნული არ გვაქვს – გვენეტაძე

10 ივნისი, 2019 • 890
ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე ნიშნული არ გვაქვს – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ცენტრალურ ბანკს ლარის კურსის რაიმე ნიშნული დადგენილი არ აქვს.

მისივე თქმით, სავალუტო რეზერვები, რომელსაც დროდადრო ეროვნული ბანკი ყიდულობს, მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის არის საჭირო.

“მაშინ როცა რეზერვების დაგროვების საშუალება არსებობს, ჩვენ ამას ვაკეთებთ, ამასთან, მას გავლენა ლარის კურსზე არ აქვს. თუ ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას არ შეიძენს და კურსს მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტად გამაყარების საშუალებას მისცემს, ამან შესაძლოა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემცირება გამოიწვიოს. ზოგადად,  ვალუტის მოკლევადიან რყევებზე გაუფასურების შემთხვევაში ჩარევა ხდება გარკვეული მოლოდინების ჩასაქრობად. ეს კონტპროდუქტიულია, რადგან ეს სპეკულაციურ მოლოდინებს იწვევს, რაც საბოლოოდ უფრო მეტ გაუფასურებას იწვევს. ანუ მივიღებთ უფრო გაუფასურებულ ლარს და რეზერვებიც უფრო ნაკლები გვექნება”, – აცხადებს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვაა, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს. ეროვნულმა ბანკმა 7 და 6 ივნისს სავალუტო აუქციონებზე,  ჯამში, 30 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. 31 მაისის მდგომარეობით, სებ-ის  სავალუტო რეზერვების მოცულობა 3,520,959.2 აშშ დოლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი