ახალი ამბები

17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5% შეადგინა

9 ივნისი, 2019 • 844
17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 32,5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველია.

აღსანიშნავია, რომ 19 მაისის არჩევნების პირველ ტურში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 26.6%-ს შეადგენდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერ ანა მიქელაძის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდად და ყველასათვის ხელმისაწვდომ პირობებში მიმდინარეობს.

რაც შეეხება ამომრჩევლის აღრიცხვას, მიქელაძის თქმით, ეს კანონით არ იკრძალება, თუმცა პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ ამომრჩველის ნების თავისუფლად გამოხატვის პრინციპი დაცული იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი