მესტიის რაიონში, ბეჩოში ორი ადამიანი, რომელიც გუშინ მანქანით მდინარეში გადავარდა, დღეს, 9 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილში შემთხვევის დროს ორი კაცი იმყოფებოდა. მანქანა მდინარეში ხიდიდან გადავარდა. მათივე თქმით, მაშველები 2 დღის განმავლობაში მუშაობდნენ. სამუშაოებს კი ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მესტიაში ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა – მაშველები, სავარაუდოდ, ორ კაცს ეძებენ