მესტიაში ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა – მაშველები, სავარაუდოდ, ორ კაცს ეძებენ
მესტიის რაიონში, სოფელ ბეჩოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევა დღეს, 8 ივნისს მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტომანქანაში, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა კაცი იმყოფებოდა, რომელთაც ამ წუთებში სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები ეძებენ. მათ დასახმარებლად ბეჩოსკენ დამატებითი ჯგუფებიც მიემართებიან.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed