12 საათის მდგომარეობით, მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა დარეგისტრირებული მოსახლეობის 13.2%-მა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე 5 814 ადამიანი მივიდა.
პირველი ტურის იგივე დროსთან შედარებით [10.4%], ეს მაჩვენებელი, თითქმის 3%-თაა გაზრდილი.
ცესკოში ამბობენ, რომ არჩევნებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ დროისთვის დაწერილია მხოლოდ 1 საჩივარი. საჩივარი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ეკუთვნის და საუბნო კომისიის წევრის მიერ წილისყრის პროცესზე უარის თქმას ეხება.
გარდა ამისა, ცესკოში განმარტავენ, რომ მთაწმინდაზე რამდენიმე ისეთი ამომრჩეველიც მივიდა, რომელიც ამ ოლქში დარეგისტრირებული არ იყო.
დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.