ახალი ამბები

მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

9 ივნისი, 2019 • 1168
მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.

ამ ოლქში სულ 31 საარჩევნო უბანია გახსნილი, ყველა მათგანზე ხმის მიცემა დილის 8 საათიდან არის შესაძელებელი. უბნები 20 საათზე დაიხურება. მთაწმინდაზე 44 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ ორი კანდიდატი – შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე – მონაწილეობს.

19 მაისის არჩევნებზე, პირველ ტურში, მთაწმინდაზე “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% დააგროვა, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი – 36.83% .

მასალების გადაბეჭდვის წესი