ახალი ამბები

N8 დაწესებულებაში ახალმიღებული პატიმარი “კარანტინში” აღარ მოთავსდება

28 ნოემბერი, 2014 •
N8 დაწესებულებაში ახალმიღებული პატიმარი “კარანტინში” აღარ მოთავსდება

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაიხსნა გონივრული მიღებისა და განთავსების პირველი განყოფილება, რომელიც სისტემაში ახლად შესახლებული პატიმრის მიღებისა და მის საჭიროებებზე რეაგირების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

 

როგორც “ნეტგაზეთს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე  გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილება გლდანის N8 დაწესებულებაში არის გახსნილი.

 

“გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილება ერთ სივრცეში უზრუნველყოფს უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასების, კრიზისის მართვის და სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს,”– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

       

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, განყოფილება თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით არის დაპროექტებული და შექმნილი, პერსონალმა კი, რომელიც განყოფილებაში იმუშავებს, სპეციალური მომზადება გაიარა.

 

 

ფოტო – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ფოტო – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი