ახალი ამბები

თბილისში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

8 ივნისი, 2019 • 738
თბილისში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

თბილისში ძარცვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა, ფული და პირადი ნივთები გასტაცა. უწყების ინფორმაციით,სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაძარცვი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

“პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი საფულე, ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აცხადებს უწყება.

გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პირს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი