ახალი ამბები

სააკაშვილმა კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი თქვა

7 ივნისი, 2019 •
სააკაშვილმა კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი თქვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა, უარი თქვა კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, უხელმძღვანელოს მის პოლიტიკურ პარტია “უდარს“.

სააკაშვილის თქმით, კლიჩკომ თავისი შეთავაზებით დახმარების ხელი გაუწოდა, რათა ამ გზით მოეგვარებინა ლოჯისტიკასთან და არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემები. სააკაშვილის თქმით, აზრს დაეკითხა საკუთარ მხარდამჭერებს და მათი აზრი გაითვალისწინა.

“ვიტალი კლიჩკომ ძალიან ღირსეული შემოთავაზება გაგვიკეთა, მაგრამ ამ კავშირზე წასვლა არ ღირს. ჩვენ გვაქვს მკაფიო იდეოლოგია, მკაფიო შეხედულება, მკაფიო პრინციპები და არასდროს მივდიოდით რაიმე კომპრომისზე ჩვენი პრინციპების საზიანოდ. ბევრმა ადამიანმა გვითხრა, რომ მათთვის ეს იქნებოდა კომპრომისი პრინციპებზე. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე არ წავალთ. მე ჩამოვედი უკრაინაში არა თანამდებობის საძიებლად, დავრუნდი იმისთვის, რომ დავეხმარო უკრაინას, უკეთესობისკენ  შეიცვალოს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური პარტია “უდარის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა.

ამავე თემაზე:

ვიტალი კლიჩკომ სააკაშვილის თავისი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა

მასალების გადაბეჭდვის წესი