ახალი ამბები

ანონსი – 27 ნოემბერი

27 ნოემბერი, 2014 •
ანონსი – 27 ნოემბერი

10:30  – საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.


თემა: საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა პრობლემები.


11:00 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დღის ცენტრების განვითარების პერსპექტივების შესახებ კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, “საიას,” სახალხო დამცველის აპარატის, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ჩეხეთის ელჩი ტომას პერნიცკი.

 

11:00 – მონიტორინგის ცენტრი “მედიატორის” პრესკონფერენცია გაიმართება.

 

თემა: რაჭის რაიონში ხე-ტყის უკანონო ჭრა, რომელსაც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული ასოციაცია “ატუ” ახორციელებს. მის: ჭავჭავაძის გამზ. #23

 

11:00 – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქუთაისი, დარბაზი #302

 

11:30 – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. ქუთაისი, დარბაზი #303

 

11:30 –”პრაიმტაიმის” პრესკლუბში კვიციანების ოჯახი ადვოაკატებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: კვიციანების ოჯახი ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლის გადაცემას სთხოვს.

 

11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე ბრიფინგს გამართავს.

 

თემა: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა და კრიმინალში შემჩნეული პროკურორები.

 

12:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დათო ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება, ფარული მოსმენების “გასაღები”.

 

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დათო მესხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: ქალაქში არსებული საცობები და გზებთან დაკავშირებიული პრობლემები.

 

12:00 –, “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში კულტურის მინისტრის მონაწილეობით, “თბილისის წიგნის დღეები” ოფიციალურად გაიხსნება.

 

12:00 –, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლის იუბილეს დაესწრებიან.

 

12:00 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვალერი გელბახიანი პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

12:00 – “ივერიონის” პრესკლუბში აფხაზეთიდან დევნილი კახა შამათავა ბრიფინგს გამართავს.

 

მის: კოსტავას ქ. #6, I სადარბაზო, III სართ.

 

12:30 –”ივერიონის” პრესკლუბში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვახტანგ ჟორდანია პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და არა ოჯახურ ძალადობას.

 

12:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ხაშურში მოკლული გიორგი ხვედელიძის მამა ალექსანდრე ხვედელიძე პრესკონფერენციას გამართავს და მთავარ პროკურორს მიმართავს.

 

13:00 –”ივერიონის” პრესკლუბში “საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის” თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: ოჯახური ძალადობის ფაქტებზე NDI კვლევის შეფასება და პრობლემის მოსაგვარებლად გადასადგმელი ნაბიჯები.

 

13:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.ქუთაისი, დარბაზი #306

 

13:00 –აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.ქუთაისი, დარბაზი #303

 

13:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში რეჟისორი ქეთი დოლიძე მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

14:00 – თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია კინოფესტივალის მიმდინარეობის შესახებ.მის: რუსთაველის გამზ. #15

 

14:00 – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება. ქუთაისი, დარბაზი #302

 

16:00 – ვაკის მედიათეკაში გაიმართება პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეების სოციალური პროექტების პრეზენტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი