ახალი ამბები

შსს: ბორჯომელი გოგოები ზესტაფონში ვიპოვეთ და მშობლებთან დავაბრუნეთ

7 ივნისი, 2019 •
შსს: ბორჯომელი გოგოები ზესტაფონში ვიპოვეთ და მშობლებთან დავაბრუნეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ იპოვეს ორი 15 წლის გოგო ბორჯომიდან, რომლებსაც 6 ივნისს მთელი დღე ეძებდნენ. პოლიციის ცნობით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

Borjomi.tv-ს ინფორმაციით, გოგოები მეცხრე კლასის მოსწავლეები იყვნენ. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 6 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მიიღო და მათი ძებნა ამის შემდეგ დაიწყო.

Borjomi.tv-ს ინფორმაციითვე, გოგოების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური ბორჯომის ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

7 ივნისს, ღამის 2-ის ნახევრისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გოგოები ზესტაფონში იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. სხვა დეტალები უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი