ახალი ამბები

მეტროს მუშაობა დღესაც შეფერხდა

6 ივნისი, 2019 • 1718
მეტროს მუშაობა დღესაც შეფერხდა

დღეს, 6 ივნისს თბილისის მეტროს მუშაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა. როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხება ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე, სადგურის მოედანზე იყო.

შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრები ვაგონიდან გადმოსხეს და შემდეგ მატარებელში გადაიყვანეს. სატრანსპორტო კოპანიაში ამბობენ, რომ შეფერხება დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა.

ანალოგიური შემთხვევა თბილისის მეტროში გუშინაც მოხდა. გუშინ შეფერხება მეტროს საბურთალოს ხაზზე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი