ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“  მონაწილებას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატში ტალანტებისთვის, რომელიც ყოველწლიურად ლოს ანჟელესში, ჰოლივუდში იმართება.

კონკურსში მონაწილეობენ  მოცეკვავეები, მსახიობები, მოდელები, ინსტრუმენტალისტები, ვოკალისტები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს 60- ზე მეტი ქვეყნიდან. კონკურსს სხვადასხვა ნომინაცია, ფულადი ჯილდოები, სასწავლო სტიპენდიები და მთავარი ჯილდო – მსოფლიო ვარსკვლავის ოქროს თასი აქვს.

კონკურსი  ტალანტებისთვის წელს აშშ-ში ივლისში გაიმართება. ანსამბლი “სამა” 15 წლის წინ დაარსდა.