ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი ამბობს, რომ აფხაზეთის დაფინანსებას გააორმაგებს

24 ნოემბერი, 2014 • • 1189
პუტინი ამბობს, რომ აფხაზეთის დაფინანსებას გააორმაგებს

 “ჩვენ ორივემ ვიცით, რომ შარშანდელთან და მიმდინარე წელთან შედარებით ამ დახმარების გაორმაგება არის დაგეგმილი,”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება, შექმნილია წარმატებული ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა. 

 

“ამასთან, ჩვენი ექსპერტები, პარლამენტის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია დამატებითი ნაბიჯები იმისთვის, რომ შეიქმნას საუკეთესო პირობები ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის და აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის კარგი ბიძგი იქნება,”- განაცხადა პუტინმა. 

 

ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა დღეს, 24 ნოემბერს სოჭში “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმების ხელმოსაწერად შეხვდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი