ახალი ამბებირეკლამა

მომსახურების კიდევ უფრო გამარტივების მიზნით ბილაინმა მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი დანერგა

4 ივნისი, 2019 • 1593
მომსახურების კიდევ უფრო გამარტივების მიზნით ბილაინმა მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი დანერგა

მომხმარებელთა მომსახურების კიდევ უფრო გამარტივების მიზნით ბილაინმა ქართული ტელეკომის ინდუსტრიაში პირველი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი დანერგა.

ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი  სუპერ • ბი დანერგა. ჩატ-ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger -ის მეშვეობით. შესაბამისად, სუპერ • ბი -ს გამოყენებისთვის საკმარისია მომხმარებელს ქონდეს Facebook -ის ანგარიში. ჩატ-ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსკლუზიურად მომუშავე ქართულმა კომპანიამ  Pulsar AI.

საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი  პირველი მულტიფუნქციური, მესინჯერზე დაფუძნებული ჩატ-ბოტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს უკვე ბევრი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის:

  • ბალანსის შევსება საკუთარ და სხვის ნომერზე
  • თანხის გადარიცხვა ნომრიდან ნომერზე
  • ბალანის შემოწმება
  • მიმდინარე მომსახურებების, პაკეტებისა და ტარიფების შემოწმება
  • განვადების დეტალების შემოწმება
  • დეტალური ამონაწერის მიღება
  • კრედიტის, ტარიფისა და პაკეტების გააქტიურება/გათიშვა
  • ინფორმაციის მიღება ბილაინის მომსახურებების შესახებ.

სამომავლოდ სუპერ • ბი ახალ ფუნქციებსაც შეიძნეს და მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილ მომსახურებას შეთავაზებს. ბილაინის მიზანია, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იყოს მომხმარებლსთვის კომპანიასთან კომუნიკაცია და ბილაინის მომსახურებებისა თუ პროდუქტების გამოყენება.

სუპერ • ბი –სთან დასაკავშირებლად, ეწვიეთ: https://www.facebook.com/superbuperb/

[yellow_box]ბილაინის შესახებ[/yellow_box]

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

მასალების გადაბეჭდვის წესი