ახალი ამბები

ალასანია: ჩვენ რუსეთის მხრიდან იმპერიული ფუნდამენტალიზმის წინაშე ვდგავართ

23 ნოემბერი, 2014 • • 1104
ალასანია: ჩვენ რუსეთის მხრიდან იმპერიული ფუნდამენტალიზმის წინაშე ვდგავართ

“ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, განიცადა ჰიბრიდული და არაპროპორციული ძალით თავდასხმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 2008 წელი იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაეხმარა სეპარატისტული რეჟიმის შექმნა და მისცა საბაბი რუსეთს შემოეყვანა ტანკები საქართვეელოს ტერიტორიაზე. ახლა იგივე ხდება უკრაინაში. ჩვენ ახლა რუსეთის მხრიდან იმპერიული ფუნდამენტალიზმის წინაშე ვდგავართ. რუსეთი ცდილობს, რომ მისი სამეზობლო იყოს არასტაბილური და არადემოკრატიული იმისთვის, რომ მან გავლენის მოხდენა შეძლოს. რუსეთი მუდმივად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ძალას გამოიყენებს. ეს აჩვენა უკრაინაშიც და საქართველოშიც. ამის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ეკონომიკური და ფინანასური სანქციები საკმარისი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა სამხედრო დახმარება, რომელიც ქვეყნებს თავდაცვის შესაძლებლობას მისცემს. სხვა შემთხვევაში ამ აგრესიას ვერ შევაჩერებთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, რიგით მეექვსედ იმართება. მას მსოფლიოს სამოცი ქვეყნის სამასზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე მსჯელობენ გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკაშირებულ გამოწვევებზე, რუსეთის ქმედებებზე, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ირაკლი ალასანია ესწრება გლობალური უსაფრთხოების ფორუმს ქალაქ ჰალიფასქსში. ფოტო: თავისუფალი დემოკრატები
ირაკლი ალასანია ესწრება გლობალური უსაფრთხოების ფორუმს ქალაქ ჰალიფასქსში. ფოტო: თავისუფალი დემოკრატები

მასალების გადაბეჭდვის წესი