“კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენების ერთ-ერთი ნაწილია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ინტენსიურად მუშაობს სპეციალური დამოუკიდებელი ფონდის შესაქმნელად, რომელიც მოემსახურება ინიციატივით – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებულ ამოცანებს.
“ფონდის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ინიციატივების მიმართ ინტერესი მზარდია. მისი საჯარო დაანონსების დღიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან არაერთი ადამიანი გამოდის კონტაქტზე ბიზნესიდეებითა და პროექტებით”, – ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.
გარდა ამისა, დიკუმენტში აღნიშნულია, რომ 420 განაცხადი შევიდა საგრანტო პროგრამის − „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას და ამ მიზნით გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ინდივიდუალური და ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას.
“რაც ადასტურებს მოსახლეობის უდიდეს ინტერესს ამ შესაძლებლობის მიმართ”, – წერია ბახტაძის მიერ წარდგენილ ანგარიშში.