ახალი ამბები

შსს–მ ფულის გამოძალვის ბრალდებით ორი არასრუწლოვანი დააკავა

23 ნოემბერი, 2014 • • 1075
შსს–მ ფულის გამოძალვის ბრალდებით ორი არასრუწლოვანი დააკავა

შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან 15 წლის კახი კ. და 17 წლის ლუკა ს. ისინი ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები ორი თვის განმავლობაში, 18 წლის გიგა ნ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ოჯახის კუთვნილ ოქროს სამკაულებს სძალავდნენ და ლომბარდში აბარებდნენ, შემდეგ ამავე ოქროულობის ვითომდა გამოსყიდვის მიზნით დაზარალებულს ფულს სთხოვდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი