ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაროსანასთან საბრძოლველად აფხაზეთს 600 000 ლარზე მეტი ღირებულების საშუალება გადაეცა – მთავრობა

3 ივნისი, 2019 •
ფაროსანასთან საბრძოლველად აფხაზეთს 600 000 ლარზე მეტი ღირებულების საშუალება გადაეცა – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ აფხაზეთს 2018 წელს გადასცა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაწამლი ტექნიკა, ფერომონები, სპეციალური აღჭურვილობა და საჭირო პესტიციდები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 600 000 ლარზე მეტი.

ასევე, ანგარიშში წერია, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად გადაეცემა ვეტერინარული ვაქცინები.

მოხსენება 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას შეეხება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ აფხაზურ მედიაში მხოლოდ რუსეთის მხრიდან გაწეულ ფინანსურ თუ ტექნიკურ დახმარებაზეა საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი