ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის სპორტსმენები ბაქოში გამართულ ევროპის თამაშებზე მონაწილეობას მიიღებენ

23 ნოემბერი, 2014 • • 1154
სომხეთის სპორტსმენები ბაქოში გამართულ ევროპის თამაშებზე მონაწილეობას მიიღებენ

პირველი ევროპული თამაშები ბაქოში 2015 წლის 12-28 ივნისს გაიმართება. ის, რომ აღნიშნულ ღონისძიებას აზერბაიჯანის დედაქალაქი უმასპინძლებდა, ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წლის დეკემბერში გადაწყვიტა.

 

Eurasia.net-ის ინფორმაციით, პირველი ევროპული თამაშების ჩატარება დაახლოებით 1.25 მილიარდი დოლარი დაჯდება. თავად თამაშების ორგანიზატორები ხარჯების შესახებ ციფრებს არ ახმაურებენ. დღეის მდგომარეობით, პირველი ევროპული თამაშების სპონსორები უკვე არიან მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: ნავთობის კომპანია bp, საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი Procter&Gamble, საათების მწარმოებელი Tissot, სწრაფი კვების ფართო ქსელი McDonalds, ასევე, მოსალოდნელია ამ სიის გაფართოება ადგილობრივი კომპანიებით, რომელთა შორის უკვე დაანონსდა მობილური ოპერატორის, NarMobile-ის მონაწილეობა.

 

ევროპის თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია 2015 წლის 12 ივნისს გაიმართება და 17 დღის განმავლობაში 6000-ზე მეტი ათლეტი სპორტის 19 სახეობაში იბრძოლებს 239 მედლის მოსაპოვებლად.


ოლიმპიური სოფელი ბაქოში
ოლიმპიური სოფელი ბაქოში


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   




მასალების გადაბეჭდვის წესი