ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საუბარი იმაზე, რომ აფხაზები ერთ დღესაც გამოფხიზლდებიან, არასწორია – ხედვა სოხუმიდან

3 ივნისი, 2019 • 6239
საუბარი იმაზე, რომ აფხაზები ერთ დღესაც გამოფხიზლდებიან, არასწორია  – ხედვა სოხუმიდან

ჩაწერა მარიანა კოტოვამ


ელეონორა გილოიანი, ჟურნალისტი, სოხუმი


ვფიქრობ, აფხაზურ-ქართული ურთერთობების მომავლი ცალსახად საქართველოს ხელშია, რადგანაც იმ მომენტიდან, როდესაც ისინი აღიარებენ ჩვენს დამოუკიდებლობას, უკვე შეიძლება საუბარი რაღაც ურთიერთობებზე, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ვგულისხმობ და არა –  ხალხს შორის.

მე, როგორც ჩვენი ქვეყნის ბევრ მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ომის შემდეგ დიდი დრო გავიდა და მაინც გვახსოვს ყველაფერი, მაგრამ საქართველოს მხრიდან ჩვენი აღიარება მხოლოდ ურთიერთობების აწყობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. სხვა დანარჩენი, რაღაც წერტილოვანი ქმედებები, რაღაც მცდელობები დაახლოებისა, საერთაშორისო არენაზეც კი, უსუსურად გამოიყურება. 

მეორე მხრივ, მეჩვენება, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობს ადეკვატური, განათლებული ადამიანებისა, რომელთაც მშვენივრად ესმით, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის, რომ აფხაზები არ არიან ქართველები, რომლებმაც იციან ისტორია, რატომ მოხდა განცალკევება და პრინციპში, ფიქრობენ კიდეც, რომ მათ ქვეყანას ურჩევნია, ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროს, ვიდრე ოკუპაციაზე საუბარი გააგრძელოს.

კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში ხალხი გაერთიანებულიყო და რაღაც აქცია გაემართათ, ეთქვათ, “მოდით, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ”. ეს იქნებოდა პრეცედენტი, რის შემდეგაც, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თაობის ხალხი, ომის შვილები, საქართველოს და იქ მიმდინარე ამბებს სხვანაირად შეხედავდნენ. ასეთი ადამიანებისა და იდეების არსებობის მჯერა. პირდად ვიცნობ, გამიგია და შემხვედრიან ასეთი ადამიანები. საუბრები იმის შესახებ, რომ აი, აფხაზები ერთ დღესაც გამოფხილდებიან, არასწორია. არ იქნება გამოფხიზლება, არ შეიძლება იმისგან გამოფხიზლდე, რაც არ არსებობს.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი