პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციასა და სახელმწიფო ენის სწავლებას.

 

„არის საკითხები, რომლებიც განხილვას საჭიროებს და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. ეს არის ენების სწავლების საკითხი სკოლებში, რაც მოგვარებადია. ჩვენ ვურჩიეთ მათ, თუ რა გზით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. ლაპარაკი იყო უფრო რთულ პრობლემებზეც, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკური თვალსაზრისით დისკრიმინაციული მოპყრობა. ომბუდსმენის აპარატთან ერთად, ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ თითოეულ ასეთ შემთხვევას და აქტიურად ჩავერთვებით ამ საკითხების მოგვარების პროცესში”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა. 

პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ეთნიკურ უმცირესობასთან შეხვედრა მსგავსი ფორმატით ერთი წლის წინათ  გამართა. დღევანდელი შეხვედრა ამ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შეჯამებასაც დაუთმეს. 

პრეზიდენტის შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებთან. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის Facebook გვერდიდან  21.11.2014
პრეზიდენტის შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებთან. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის Facebook გვერდიდან 21.11.2014

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *