ახალი ამბები

გუდაურში, პარაპლანით ფრენისას, ტურისტი დაიღუპა

1 ივნისი, 2019 •
გუდაურში, პარაპლანით ფრენისას, ტურისტი დაიღუპა

გუდაურში, პარაპლანით ფრენისას, ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების პირველადი ვერსიით, ტურისტი და კიდევ ერთ ადამიანი პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდნენ, ღუდოს ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. შედეგად, ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა.

გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი