10:00 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასტუმროში “შერატონ ბათუმი” გაიმართება დონორთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “აჭარა-თანამშრომლობა განვითარებისათვის”.
10:30 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური „საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას“ გახსნის. კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას. ადგილი: ქორთიარდ მარიოტი მისამართი: თავისუფლების მოედანი #4
10:30- საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციია თავმჯდომარე მადონა კოიძე პორტალ „კვირას“ პრეს კლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამომხმარებლო ბაზრის რისკები და საფრთხეები (კვების პროდუქტები და ინფექციური დაავადებების საფრთხეები). მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565.
11:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
11:00- სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სურსათის სახელმწიფო კონტროლის 2014 წლის შედეგები (რამდენად უსაფრთხო თუ საფრთხის შემცველი პროდუქტები მოგვეწოდება და როგორია გატარებული სანქციები). მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565.
11:00 -“პირველ პრესკლუბში” „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორგასაღებიანი სისტემის შემოღება, კვიციანის საქმე, ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30 – “პირველ პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორგასაღებიანი სისტემის შემოღება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00- „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციასგამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565.
12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში გარდაბნის კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გელა ნებუნიშვილი გარდაბანში არსებული დარღვევების შესახებ ფაქტებს გაასაჯაროებს.
12:30 – “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე, ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურება, რომლის თანახმად დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო კიდევ უფრო შორდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ გრიგოლ გაგნიძე უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე. ალეკო ახალკაცი პრესკონფერენციას გამართავენ თემა: თუ რატომ უნდა გაიაროს კონსულტაციები, ხელისუფლებამ მოსმენების ,,გასაღების თემაზე” აშშ-ს FBI -ის სპეცსამსახურებთან.
13:00- “პირველ პრესკლუბში” სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ემზარ კვიციანის საქმე, #8 დაწესებულებაში, 12 ნოემბერს მომხდარი ფაქტის შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00- სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართება. ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაცია გახსნის. სტრატეგიის სამუშაო ვერსიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს. პრეზენტაციის შემდეგ თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეული არიან მთავრობის წევრები, აშშ-ს ელჩი საქართველოში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
14:00 – ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ თბილისის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა. ფრაქცია შეხვედრაზე ბიუჯეტის პროექტში შესატან ინიციატივებს გააჟღერებს და არსებულ ხარვეზებზე გაამახვილებს ყურადღებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი 15: 00 საათზე, ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა ვეკუა შემაჯამებს ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ქალაქ თბილისის საკრებულო. ლერმონტოვის 10. მეოთხე სართული. საკონტაქტო პირი: თაკო თაბუკაშვილი 599 74 10 22





