საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, არაიკ არუთინიანი, რომელიც კოლეგას საქართველოდან, მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს.
“მიხეილ ბატიაშვილმა კოლეგას განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები გააცნო. სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომლის განხორციელების შემდეგაც აღნიშნულ უწყებას კულტურისა და სპორტის კომპონენტიც ემატება. შესაბამისად, შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აღნიშნული საკითხი იყო – მიხეილ ბატიაშვილმა კოლეგას ამ მიმართულებით საქართველოში არსებული გამოცდილება და სტრატეგია გაუზიარა.