ახალი ამბები

თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ „ფული და სურვილების“ ახალ სეზონს – ახალ წამყვანთან ნათია ზედგინიძესთან ერთად

24 ნოემბერი, 2014 • 2005
თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ „ფული და სურვილების“ ახალ სეზონს  – ახალ წამყვანთან  ნათია ზედგინიძესთან ერთად

 პროექტი, ტრადიციულად, წარმოგიდგენთ პირადი ფინანსების მართვის საკითხებზე მოკლე, საგანმანათლებლო ვიდეოებს youtube-სა და facebook-ზე და ასევე სატელევიზიო შოუს „ფული და სურვილები“.

 

გადაცემა ახალ წამყვანთან ერთად 30 ნოემბერიდან განახლდება და მაყურებელს მისი ნახვა შეეძლება ყოველ კვირას, 20:00 საათზე,ტელეკომპანია „მასტროს“ ეთერში. ხოლო youtube-სა და facebook-ზე ნათია ზედგინიძის ვიდეოების ნახვა უკვე შესაძლებელია. გადაცემასა და ინტერნეტ ვიდეოებში ნათია ზედგინიძე პირადი ფინანსების მართვის ისეთ საკითხებს შეეხება, როგორებიცაა ფულის ყაირათიანად ხარჯვა, სესხების სწორად მართვა, დაზოგვა და ა.შ.

 

თიბისი ბანკმა პროექტი „ფინანსური რჩევები“ წლის დასაწყისში სალომე შელიასთან ერთად დაიწყო. პროექტის პირველმა სეზონმა მაყურებელთა შორის დიდი პოპულარობა და ამასთან,საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. კერძოდ, ბრიტანული კომანიის BOC ორგანიზებით გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე Business brilliance Awards 2014 გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ამ ინოვაციური პროექტის შექმნისათვის დაჯილდოვდა.

 

პროექტის ახალი ავტორი და წამყვანი – ნათია ზედგინიძე წარმატებული ბიზნეს კონსულტანტი და გამოცდილი ტრენერია. ჰქონდა წარმატებული საკონსულტაციო პრაქტიკა ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრში (CTC) კომპანიების შიდა მენეჯმენტის სისტემების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. ნათიას მინიჭებული აქვს თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის დოქტორის, მაგისტრის და ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკაში. ასევე, ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აქვს ლექტორის მრავალწლიანი კარიერა.   

 

“ჩემი მიზანია ადამიანებს ის ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო,რომელიც დაეხმარებათ ფინანსურად სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ცხადია, ჩემი რჩევები ვერ იქნება უნივერსალური და ყველასათვის მისაღები, რადგან დამეთანხმებით, თითოეული ადამიანის სიტუაცია განხსვავებულია. ჩემს მისიას შესრულებულად ჩავთვლი, თუკი მაყურებელი ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და რჩევებზე დაყრდნობით მიიღებს ფინანსურ გადაწყვეტილებებს და იხელმძღვანელებს ამ ცოდნით სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის შერჩევისას, თუ სარგებლობისას,” – აცხადებს ნათია ზედგინიძე.

 

თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ გადაცემაში, გაუზიაროთ მაყურებელს თქვენი ისტორია და მიიღოთ სასარგებლო რჩევები, დარეკეთ ნომერზე 2 777 000

 

ნათია ზედგინიძე
ნათია ზედგინიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი