ახალი ამბები

ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი შეუერთდა

20 ნოემბერი, 2014 • • 2202
ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი შეუერთდა

“სანამ ემზარ კვიციანი იყო, მანამდე კოდორის ხეობა იყო დაცული, ჩვენ ძლიან კარგად ვიცით, რომ 1994 წლის დადგენილებით ჯარის შეყვანა კოდორის ხეობაში არ შეიძლებოდა, ეს პირობა დაარღვია თვითონ სააკაშვილმა და კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი და მე სერიოზული ეჭვი მაქვს, ლოგიკით ასეა, რომ სააკაშვილმა გააკეთა რუსეთის საქმე, ანუ სააკაშვილი არის რუსეთის აგენტი. მან მისცა მიზეზი, რომ თვითონ გაეთავისუფლებინათ და პირწმინდად ჩააბარა კოდორის ხეობა, კითხვები მაქვს, რატომ ,- განაცხადა ჟაჭვლიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე უერთდებოდა თუ არა იგი აქციის მოთხოვნებს, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა:

“მე მოვედი ჩემს მეგობართან, ჩემს ძმასთან ემზარ კვიციანთან. მე უბრალოდ ხალხთან მივედი და დავსვი კითხვა- რატომ [მიესაჯა] ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს 7 და 4 წელი და ემზარ კვიციანს 12 წელი. ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რამდენჯერმე დაიბარეს სამართალდამცავებმა და არ გამოცხადდა და ის კანონზე მაღლა დგება, თავისუფლად დასეირნობს წინ და უკან, ის ადამიანი, რომელიც ჩვენ შორიდან გველაპარაკება და რევოლუციით გვემუქრება, სააკაშვილზეა ლაპარაკი, როცა სამართლადამცავ ორგანოებთან არ გამოცხადდა, ჩვენ ძებნილად გამოვაცხადეთ და სწორად გამოვაცხადეთ, იგივე კითხვა მაქვს ოქრუაშვილთან დაკავშირებითაც”,- ამბობს ჯაჭვლიანი.

ემზარ კვიციანის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავენ.

ემზარ კვიციანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315–ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) ქონდა წაყენებული.

ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. კვიციანი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გადავიდა.

საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა. მას ბრალი ამბოხებასა და ტერორიზმში ედებოდა. ემზარ კვიციანი 2014 წლის 28 თებერვალს, თბილისში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

აქცია ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით. 20.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი