ახალი ამბები

შპს “კედარის” წარმოებულ ხინკალში სიცოცხლისთვის საშიში მიკროოგრანიზმი აღმოაჩინეს

20 ნოემბერი, 2014 •
შპს “კედარის” წარმოებულ ხინკალში სიცოცხლისთვის საშიში მიკროოგრანიზმი აღმოაჩინეს

სააგენტოს ცნობით, ანალოგიური განცხადება გაავრცელეს მიმდინარე წლის 30 ოქტომბერსაც, როდესაც ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო  შპს ,,კედარის” მიერ 4 ოქტომბერს წარმოებულ გაყინულ ქაბაბში ლისტერია მონოციტოგენეზი აღმოჩნდა, რის შემდეგაც საწარმოში უნდა ჩატარებულიყო არაგეგმური ინსპექტირება, თუმცა ადგილზე მისულ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო დახურული დახვდათ.


სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, შპს “კედარს” საწარმოო პროცესი დღემდე შეჩერებული აქვს, მაგრამ სარეალიზაციო ქსელში კვლავ არის განთავსებული მის მიერ ოქტომბერში წარმოებული ნახევარფაბრიკატები, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ასევე საფრთხის შემცველი იყოს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ნედლეულის შესწავლა და უახლოეს პერიოდში დადგინდება, რა გზით დაბინძურდა აღნიშნული ნახევარფაბრიკატები პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვან შპს “კედარის” მიერ წარმოებული ნახევარფაბრიკატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი