10:30 – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, “საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დასრულება.
11:00 – გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავის აღსანიშნავად, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრები და თბილისის ევროპული სკოლის მოსწავლეები თბილისის მე–60 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ნერგებს დარგავენ.
მის: თემქის მე–11 მ/რ, I კვარტალი
11:00 -“პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორგასაღებიანი სისტემის შემოღება.
11:00 – თბილისის “რია ნოვოსტის” საერთაშორისო პრესცენტრში მოეწყობა ვიდეოხიდი მოსკოვი – თბილისი.
თემა: “რუსეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში: მედიადიპლომატია პრომის მაგივრად”
11:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა, ფარული მოსმენების “გასაღები”, 2007-2008 წლებში ჟურნალისტების მოსყიდვის მცდელობა.
11:30 -“პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატების” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორგასაღებიანი სისტემის შემოღება, პატიმრების წამების ახალი ფაქტები.
12:00 -თბილისის მერი დავით ნარმანია თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
12:00 -“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის მაღალჩინოსნების ადვოკატი ლევან სამუშია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმართვა პროკურატურას.
12:00 – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00 – “პირველ პრესკლუბში”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორგასაღებიანი სისტემის შემოღება, პატიმრების წამების ახალი ფაქტები.
12:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ფარული მოსმენების “გასაღები”, კვიციანის საქმე, 2007-2008 წლებში ჟურნალისტების მოსყიდვის მცდელობა.
12:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განახლებულ შენობაში კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ფრაქციებისა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების დახურული შეხვედრა გაიმართება.
თემა: თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი.
13:00 -“რეპორტიორის” პრესკლუბში “პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის” ხელმძღვანელი დათო ფერაძე და წევრი დავით სალია ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სამინისტროს მიერ გამოცხადებული ყველა კონკურსის ბათილად ცნობა, სადაც არასერტიფიცირებული დირექტორები არიან დანიშნული.
16:00 – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
16.00 – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ვარძიის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში” მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერებს.
18.00 – მწერალთა სახლში გაიხსნება ენ ლის სტენსისის გამოფენა
“ყველა ფერი – არა ფერი”.
