პოლიციის ინფორმაციით, უნივერსიტეტ “ვიტას” ბაკალავრის ყალბი დიპლომის, თსუ–ს მაგისტრატურის გაყალბებული ცნობისა და საკვალიფიკაციო კურსების გავლის დამადასტურებელი ყალბი მოწმობის დამზადებისთვის რუსთავში მცხოვრები 40 წლის ლია ვ. დააკავეს.
შსს–ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქე გელა გ-ს ყალბი დოკუმენტაცია 2013 წელს 6 600 ლარის სანაცვლოდ დაუმზადა. პოლიციის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
