საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.80 ლარს გადააჭარბა და 2.8023 ლარი შეადგინა. ლარი დოლართან გაუფასურებას ბოლო სამი დღეა რეკორდულად განაგრძობს. 30 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ 2.7997 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა. 31 მაისის ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1209 ლარია, რაც წინა დღის მონაცემზე 0.0027 ლარით ნაკლებია.