ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.


“ერთ თვეში ისედაც მთავრდებოდა 9-თვიანი ვადა (აღკვეთის სახით პატიმრობაში ყოფნის)”, – განაცხადა ჩაჩუამ.


ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პროკურატურა, რომელიც თვლის, რომ ჩაჩუა პატიმრობაში უნდა დარჩეს.


ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 21 მარტს დააკავა. ამ დრომდე აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *