“ახლა მთავარია, რომ გამოძიება ღიად წარიმართოს, მოეხსნას გრიფი და ადვოკატებს მიეცეთ იმის საშუალება, რომ ბიჭების უდანაშაულობა დაუმტკიცოს. ეს ვერ განხორციელდება, თუ საქმესთან არ ექნებათ წვდომა. მე ბოლო გაფრთხილებას ვაძლევ ხელისუფლებას ამ კუთხით, განსაკუთრებით პროკურატურაზე მაქვს საუბარი, ამის შემდეგ მე დავიწყებ საერთაშორისო ყურადღების და საზოგადოების მობილიზებას ამ საკითხის ირგვლივ”, – განაცხადა ალასანიამ გორში.