ახალი ამბები

ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში ნავის ჩაძირვას 7 ტურისტი ემსხვერპლა, 19-ს ეძებენ

30 მაისი, 2019 • 1046
ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში ნავის ჩაძირვას 7 ტურისტი ემსხვერპლა, 19-ს ეძებენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში ამ დრომდე გრძლედება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. მაშველები მდინარეში ეძებენ ტურისტებს, რომლებიც წყალში ნავის ამოყირავების შედეგად ჩაცვივდნენ.

როგორც “როიტერსი” იტყობინება, მდინარეზე სასეირნო ნავს, რომელზეც სამხრეთ კორეელი ტურისტები იმყოფებოდნენ, სხვა ნავი 29 მაისს, საღამოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, 19 კი დაკარგულად მიიჩნევა. ძებნის ოპერაციას ართულებს წყლის მომატებული დონე და დინების სიჩქარე.

ტურისტებისთვის განკუთვნილ სასეირნო ნავზე კატასტროფის მომენტში 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დაკარგულებს შორის არის ერთი 6 წლის ბავშვიც.

როგორც BBC წერს, ნავის ტურები მდინარე დუნაიზე პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მდინარე ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულია.

ფოტოზე: სამაშველო ოპერაცია მდინარე დუნაიზე. ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი