ახალი ამბები

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის გათამაშებაში 100 გამარჯვებული გამოვლინდა

18 ნოემბერი, 2014 • 1478
თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის გათამაშებაში  100 გამარჯვებული გამოვლინდა

გამარჯვებულებს თიბისი ბანკისგან Apple-ის პროდუქცია – iPhone 6,  iPad, MacBook Air  და ფულადი პრიზები, 100 ლარამდე თანხა,  გადაეცემათ.

 

გათამაშება თიბისი ბანკის facebook  გვერდზე 17 ნოემბერს ლაივსტრიმის საშუალებით გაიმართა. ლოტოტრონში იმ მომხმარებელთა ბილეთები იყო მოთავსებული, რომლებმაც ოქტომბრის თვეში თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით ისარგებლეს.

 

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის აქციის ფარგლებში კიდევ ორი გათამაშება შედგება – 17 დეკემბერს და 17 იანვარს. თითოეულ გათამაშებაზე, ლოტოტრონის საშუალებით, თიბისი ბანკი 100 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებსაც ისევ Apple-ის პროდუქცია და ფულადი პრიზები გადაეცემათ. გარდა ამ პრიზებისა, ფინალურ გათამაშებაზე გამოვლინდება სუპერ პრიზის – 10,000 ლარის მფლობელიც.  

 

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის აქცია ოქტრომბრის დასაწყისში დაიწყო და  მომხმარებლებს შეუძლიათ წლის ბოლომდე  ჩაერთონ ამ აქციაში. საჭიროა მხოლოდ, დაიწყონ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობა. ბილეთების დაგროვების პრინციპი ასეთია: 3 დაგროვილ ქულაზე მომხმარებელს გათამაშების თითო ბილეთი გადაეცემა. ხოლო ქულების რაოდენობა დამოკიდებულია ტრანზაქაციების კატეგორიაზე:  

 

  • ინტერნეტბანკში შესვლა – 1 ქულა

  • საკუთარ და სხვის ანგარიშზე გადარიცხვა – 1 ქულა

  • კომუნალურების გადახდა – 1 ქულა

  • მობილურზე ბალანსის შევსება – 1 ქულა;

  • ინტერნეტბანკით  ანაბრების ან სხვა საბანკო პროდუქტების შეძენა – 10 ქულა.

მობაილბანკის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე გაორმაგებული ქულები ირიცხება.

 

მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ მიგიღიათ მონაწილეობა გათამაშებაში, თქვენ გაქვთ შანსი დაიწყოთ ინტერნეტ ან მობაილ ბაკით სარგებლობა, ჩაერთოთ გათამაშებებში და მოიგოთ უამრავი სასიამოვნო პრიზი.

 

გამარჯვებულების  შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://bit.ly/tbcbankwinners

თიბისის დაჯილდოვება
თიბისის დაჯილდოვება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი