ახალი ამბები

დარჩიაშვილი: რაც ღარიბაშვილმა თქვა, ძლივს ჰგავდა შედარებით ადეკვატურ განცხადებას

18 ნოემბერი, 2014 •
დარჩიაშვილი: რაც ღარიბაშვილმა თქვა, ძლივს ჰგავდა შედარებით ადეკვატურ განცხადებას

“იმ მოვლენების ფონზე, რაც ხდება საერთაშორისო დონეზე, ეს არის პუტინის იზოლაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯები, ქვეყნის შიდა დონეზე არის იგივე 15 ნოემბრის აქცია, რომელიც აჩვენებს საზოგადოების დამოკიდებულებას ნატოში ინტეგრაციის მიმართ. ამ ფონზე ის, რაც ღარიბაშვილმა თქვა, ძლივს ჰგავდა, ასე ვთქვათ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შედარებით ადეკვატურ განცხადებას.

 

თუ ეს არ დარჩება განცხადებად და ნატოში ინტეგრაციის შიდა პოლიტიკური პროცესები ცოტა უფრო ცივილიზებული გახდება, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ საქართველო მიდის ევროატლანტიკური გზით. თუ ეს დარჩა დეკლარირებულად, რასაც არავინ არ დაიჯერებს და ამას არ მოყვა შესაბამისი ნაბიჯები, ეს იქნება საქართველოსთვის შანსის გაშვება”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, რომ საქართველოს სურს, ნატოს წევრი სახელმწიფო გახდეს და რომ საქართველო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე წეზოლა მოახდინოს. მან აღნიშნა, რომ  საქართველომ 2008 წელს გაიარა ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი