ახალი ამბები

შსს-მ 45 გრამი ოპიუმის შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

18 ნოემბერი, 2014 •
შსს-მ 45 გრამი ოპიუმის შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, ალექსანდრე კ. თბილისში, გულიას ქუჩაზე, ავტოსადგურში დააკავეს. პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 45,268 გრ ოპიუმია.

 

შსს აცხადებს, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ალექსანდრე კ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი