ახალი ამბები

ღარიბაშვილმა მალმსტომთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე ისაუბრა

17 ნოემბერი, 2014 • • 899
ღარიბაშვილმა მალმსტომთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე ისაუბრა

საქართველოს მთავრობის ცნობით, ევროკომისარმა საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, რათა წარმატებით განხორციელდეს სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლას გაუმარტივებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისართან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. ამ მიზნით DCFTA-ს მრჩეველთა ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციას გაუწევს.

 

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი სესილია მალმსტრომს შეხვდა. 17.11 2014
ირაკლი ღარიბაშვილი სესილია მალმსტრომს შეხვდა. 17.11 2014

მასალების გადაბეჭდვის წესი