“მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრ ჯანელიძესთან. მას აქვს ცხადი ხედვა მისი სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ. იგი ფოკუსირებულია ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, რაც დააჩქარებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას. კმაყოფილი ვარ იმის მოსმენით, რომ ჯანელიძეს წინა მინისტრმა ალსანიამ საქმიანობა კარგად გადააბარა. მთლიანობაში, ჩემი აზრით, დასაწყისი დამაიმედებელია.”, – წერს ჯეიმს აპატურაი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
მინდია ჯანელიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრად 2014 წლის 4 ნოემბერს დაინიშნა. მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია, ჯანელიძის წინამორბედი, იმავე დღეს დაითხოვა. ირაკლი ალასანიასა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას წინ უძღვოდა გამოძიება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაიწყო.
ირაკლი ალასნაიამ ეს გამოძიება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე შეტევად შეაფასა, რასაც მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძისა და მისი ამოდგილის დავიტ ზალკალიანის თანამდებობების დატოვება იმავე მიზეზით. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დატოვა ალექსი პეტრიაშვილმაც.