ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

17 ნოემბერი, 2014 •
ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა. შეხვდრის შემდეგ მათ მედიის კითხვებს უპასუხეს.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი ნება, რომ სურთ საქართველო შეუერთდეს ჩრდლოატლანტიკურ ალიანსს. სტოლტენბერგმა მოუწოდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გააგრძელონ დემოკრატიული რეფომრების გატარება.

 

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეხვდრისას პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ გადაუხვევს ნატოსთან გაწევრიანების გზაზე. მისი თქმით, ისინი აპირებენ გააუმჯობესონ პაკეტი საქართველოსთვის, რაც მოიცავს თავდაცვის უნარიანობის გაზრდას, საქართველოს ჯარების გაწვრთვნას. 

 

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში საწვრთნელი ბაზა შეიქმნას, რადგან საქართველო არის სუვერენული სახელწიფო, რომელიც არის ნატოს პარტნიორი, მიიჩნევს სტოლტენბერგი: 

 

“პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გახდეს ნატოს წევრი. თუმცა ეს არა მხოლოდ პრემეირ-მინისტრის, არამედ საქართველოს მოსახლეობის არჩევანია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, 17.11.2014
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, 17.11.2014

ირაკლი ღარიბაშვილმა კი სტოლტენბერგს დაუდასტურა, რომ საქართველოს სურს, ნატოს წევრი სახელმწიფო გახდეს. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშნელოვანია ის წვლილი, რაც შეაქვს ნატოს სამშვიდობო მისიებში, მიუხედავად დანაკარგებისა.

 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე წეზოლა მოახდინოს. პრემიერი ამბობს, რომ საქართველოში წუხან ამ ხელშერულებაზე. მან აღნიშნა, რომ  საქართველომ 2008 წელს გაიარა ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი