ახალი ამბები

შშმ პირებისთვის განსაზღვრულ ადგილზე პარკირება 10-ის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება

29 მაისი, 2019 •
შშმ პირებისთვის განსაზღვრულ ადგილზე პარკირება 10-ის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება

არაუფლებამოსილი პირის მიერ შშმ პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე ავტომანქანის პარკირება 50 ლარით დაჯარიმდება.

შესაბამის ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, მოქმედი 10-ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ასევე, თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი